The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზოია ჩიმაკაძე

ზოია ჩიმაკაძე
Date of birth:15 October, 1919
Date of death:31 January, 2018  (at 98 years)
Category:Historian, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კიევი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1940 წელს; 1941 წელს ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება.

1940-1948წწ. წლებში კინოსტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სტუდიაში კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში; 1943-1948წწ.  სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში შუა საუკუნეების ისტორიას და ისტორიის სწავლების მეთოდიკას. 1948 წლიდან ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შემდეგში  სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა შუა საუკუნეების, ბიზანტიის, რუსეთის, დიპლომატიის, კულტურის, ცივილიზაციისა და რელიგიის ისტორიებს, ლოგიკას. კითხულობდა ლექციებს მრავალ დარგში საზოგადოება "ცოდნის" ხაზით, წერდა ბროშურებსა და სტატიებს ლექტორის ხელოვნებაზე. წლების მანძილზე ეკავა სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა. იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი; ილიას უნივერსიტეტი საპატიო პროფესორი. მიღებული აქვს: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი, აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის ნომინანტი (2002), 2002 - აშშ-ის პროფესიონალ და საქმიან ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის "ვინ ვინ არის?" (Who’s Who) ნომინანტი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაკიაველის ისტორიული ნაშრომები", დაიცვა 1948 წელს.

Member of Organizations

  • ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე
  • ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: