შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზოია ჩიმაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1940 წელს; 1941 წელს ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება. 1940-1948წწ. წლებში კინოსტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სტუდიაში კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში; 1943-1948წწ. სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში შუა საუკუნეების ისტორიას და ისტორიის სწავლების მეთოდიკას. 1948 წლიდან ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შემდეგში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა შუა საუკუნეების, ბიზანტიის, რუსეთის, დიპლომატიის, კულტურის, ცივილიზაციისა და რელიგიის ისტორიებს, ლოგიკას. კითხულობდა ლექციებს მრავალ დარგში საზოგადოება "ცოდნის" ხაზით, წერდა ბროშურებსა და სტატიებს ლექტორის ხელოვნებაზე. წლების მანძილზე ეკავა სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა. იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი; ილიას უნივერსიტეტი საპატიო პროფესორი. მიღებული აქვს: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი, აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის ნომინანტი (2002), 2002 - აშშ-ის პროფესიონალ და საქმიან ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის "ვინ ვინ არის?" (Who’s Who) ნომინანტი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაკიაველის ისტორიული ნაშრომები", დაიცვა 1948 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |