The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ლომოური

თამარ ლომოური
Date of birth:28 September, 1883
Date of death:1965  (at 81 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

1924 წლიდან იყო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტთან არსებული ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე, 1932 წლიდან-ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. 1931-1952წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ. მან თავი მოუყარა საქართველოს სხვადასხვასა სამეცნიერო დაწესებულებებში დაცულ მრავალრიცხოვან ნუმიზმატიკურ მასალას, მათი სრული ინვენტარიზაციისა და კატალოგიზაციის მიზნით. საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის შექმნას. შეისწავლა ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასანური და არაბული მონეტები და იკვლევდა საქართველოში ამ მონეტების გავრცელების სფეროს. აგრეთვე ამ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საკითხს. შეისწავლა რამდენიმე ათეული მანამდე უცნობი არაბული დირჰემი და საქართველოში გავრცელებული ჯუჩიდური მონეტები. პირველმა დაიწყო საქართველოში აღმოჩენილი სელჩუკური და მონღოლური მონეტების განძების სისტემური გამოკვლევა. შეისწავლა რუსთაველის ეპოქის მონეტები, ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხები: ვახტანგ მესამის ტახტზე ასვლის თარიღი (1298-1299), XIII-XIV საუკუნეები ახალციხეში ზარაფხანის არსებობა, XV საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ქართული მონეტების მოჭრის ფაქტი და სხვა. დიდი წვლილი შეიტანა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" შექმნაში. იყო პირველი ქართველი ისტრიკოსი ქალი, ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.103; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.840

Bibliography


Share: