შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ლომოური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. 1924 წლიდან იყო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტთან არსებული ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე, 1932 წლიდან-ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. 1931-1952წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ. მან თავი მოუყარა საქართველოს სხვადასხვასა სამეცნიერო დაწესებულებებში დაცულ მრავალრიცხოვან ნუმიზმატიკურ მასალას, მათი სრული ინვენტარიზაციისა და კატალოგიზაციის მიზნით. საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის შექმნას. შეისწავლა ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასანური და არაბული მონეტები და იკვლევდა საქართველოში ამ მონეტების გავრცელების სფეროს. აგრეთვე ამ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საკითხს. შეისწავლა რამდენიმე ათეული მანამდე უცნობი არაბული დირჰემი და საქართველოში გავრცელებული ჯუჩიდური მონეტები. პირველმა დაიწყო საქართველოში აღმოჩენილი სელჩუკური და მონღოლური მონეტების განძების სისტემური გამოკვლევა. შეისწავლა რუსთაველის ეპოქის მონეტები, ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხები: ვახტანგ მესამის ტახტზე ასვლის თარიღი (1298-1299), XIII-XIV საუკუნეები ახალციხეში ზარაფხანის არსებობა, XV საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ქართული მონეტების მოჭრის ფაქტი და სხვა. დიდი წვლილი შეიტანა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" შექმნაში. იყო პირველი ქართველი ისტრიკოსი ქალი, ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.103; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.840; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.421-422 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |