Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა ბარდაველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი 1923 წელს. 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ენის ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრაზე, ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული მოღვაწეობა წარიმართა ქართველი ხალხის ყოფითი კულტურის შესწავლის მიმართულებით. იგი იკვლევდა ქართველი ხალხის ადრინდელ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სულიერი კულტურის პრობლემებს, ასტრალურ რწმენა-წარმოდგენებს, საკულტო ძეგლებს, რელიგიურ რიტუალებსა და ყოფით დღესასწაულებს. ქართული საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშების კვლევით ხელი შეუწყო ამ მიმართულებით მოძიებული არქეოლოგიური მასალის გააზრებას. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.72; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.62 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |