The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კაკაბაძე

დავით კაკაბაძე
Date of birth:20 August, 1889
Date of death:10 May, 1952  (at 62 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Inventor, Explorer, Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1916 წელს; იმავე დროს მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში.

სტუდენტობის წლებში დაიწყო ძველი  ქართული ხელოვნების კვლევა; 1928-1948წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1933-1942წწ. პრორექტორი; 1919-1927წწ. კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში; კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე; მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე; აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ქართულ და ფრანგულ ენებზე; საქართველოში დაბრუნების შემდეგ კ. მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში; გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრიში: ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" (1928), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" (1929), შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" (1932), დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი" (1937), პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება" (1946); ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი" (1947, რუსთაველის სახელობის თეატრი); პ. ჩაიკოვსკის "პოკის ქალი" (1947, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); აგრეთვე გააფორმა კინოფილმები: "მარილი სვანეთს"(1930), "დაკარგული სამოთხე"(1936); ამავე პერიოდში  აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი; შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები: "რიონჰესი"(1934, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ყვითელი მთა"(1937, მხატვრის ოჯახის კუთვნილება),  "წითელი მთა"(1944, მხატვრის ოჯახის კუთხვნილება); 1930-1940წწ. მიეკუთვნება კიდევ რამდენიმე სერია: "სვანეთი"(1939, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "თბილისი და მისი მიდამოები" (1944, მხატვრის ოჯახის კუთვნილება); 1940-1950 წლების მნიშვნელოვანი სურათებია: "ყაზბეგი" (1949, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ფოთი-ელევატორი"(1949, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სვანეთი - მადნის დამუშავება" (1949, მხატვრის ოჯახის კუთვნილება); ასევე შექმნა ავტოპორტრეტები და პორტრეტები: "ავტოპორტრეტი სარკესთან" (1913, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ავტოპორტრეტი ბროწეულით" (1913, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში"(1917, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "დედის პორტრეტი" (1914, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "ძმის პორტრეტი" (1915, მხატვრის ოჯახის კუთვნილება). 1928-1948წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1933-1942წწ. აკადემიის პრორექტორი. დავით კაკაბაძე თავდაპირველად დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, 1963 წლის დეკემბერში ქართველი საზოგადოებრიობის მოთხოვნით მისი ნეშტი გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. საფლავი გაკეთებულია დავით კაკაბაძისათვის დამახასიათებელი მოდერნისტული მანერით მხატვარ დუდა გაბაშვილის მიერ. 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.194

Awards and Honors

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: