The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კვინიტაძე

გიორგი კვინიტაძე
Legal name:გიორგი ჩიქოვანი
Date of birth:2 September, 1874
Date of death:7 August, 1970  (at 95 years)
Burial location:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: დაღესტანი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი; კაპიტნის წოდებით რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია 1910 წელს. 

მამამისი 13 წლამდე ჩიქოვანის გვარს ატარებდა, რომელიც, შემდეგ უცნობი მიზეზის გამო, კვინიტაძედ გადაუკეთებია. 1894 წელს ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზში; 1904 წელს თავისი სურვილით მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში; 1914–1918წწ. პირველი მსოფლიო ომის დროს დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელთა დივიზიის მეთაურად; 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ  საქართველოში დაბრუნდა და ხელმძღვანელობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას; იყო ქართული არმიის მთავარსარდალი; მეთაურობდა ქართულ ჯარს თურქეთის (1919), სომხეთის (1918), წითელი არმიის (1921) წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში; 1919 წელს ტფილისში იუნკერთა სამხედრო სკოლა გაიხსნა, რომლის პირველი ხელმძღვანელიც ის იყო. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში – ქართული კორპუსის 1-ი დივიზიის მეთაურად, სამხედრო მინისტრის თანაშემწედ, აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვისპირეთის სანაპიროს ჯარების სარდლად, სამხედრო სკოლის უფროსად და საქართველოს ჯარების მთავარსარდლად. 1919 წელს მან ჩაატარა ბრწყინვალე სამხედრო ოპერაცია ისტორიულ სამცხეს მიდამოებში და დაიკავა საქართველოს ისტორიული პროვინცია – ქ. არდაჰანი (1921 წლიდან თურქეთის რესპ. საზღვრებშია). 1920 წლის აპრილ-მაისში მიაყენა სასტიკი მარცხი საბჭოთა რუსეთის ჯარებს, რომლებიც აზერბაიჯანის მხრიდან ცდილობდნენ საქართველოში შემოჭრას. კვინიტაძეს სურდა გაეგრძელებინა შეტევა ბაქოს მიმართულებით, მაგრამ იყო შეჩერებული საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის 7 მაისის მშვოდობიანი ხელშეკრულების დადების გამო. 1921 წლის თებერვალში, უაღრესად მძიმე ვითარებაში,  ჟორდანიას მთავრობამ გენერალი კვლავ მთავარსარდლად დაამტკიცა და ტფილისის დაცვა დაავალა. კვინიტაძემ სრული მობილიზაცია გამოაცხადა და რამდენიმე დღე ქალაქს წარმატებით იცავდა, მაგრამ 24 თებერვალს რუსებმა ტფილისის მიმართულებით დამატებითი ძალები გადმოისროლეს და ქალაქის დამცველთა ფლანგებიდან შემოვლა დაიწყეს. დედაქალაქს და მასთან ერთად საქართველოს მთავრობას ალყაში მოქცევის საფრთხე დაემუქრა. ასეთ ვითარებაში გიორგი კვინიტაძემ უკან დახევისა და ქალაქის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, XI არმიის სარდალმა ანატოლი გეკერმა კვინიტაძის მიერ შესრულებულ უკანდახევის მანევრს ასეთი შეფასება მისცა: "უკან დახევისთვის ორდენს რომ იძლეოდნენ, იგი უთუოდ კვინიტაძეს მიეცემოდაო. ამ უკან დახევით მან სასწაული მოახდინა". 24 თებერვალს ღამით ტფილისი ქართული ნაწილებისგან დაიცალა. დედაქალაქი დატოვა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამაც. გამთენიისას ტფილისში უკვე XI წითელი არმიის მოწინავე ნაწილები გამოჩნდენენ. 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა, ჯერ სტამბოლში, სადაც ხელმძღვანელობდა ტფილისის სამხედრო სკოლის იუნკრების გადანაწილებას საბერძნეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლებში, ხოლო შემდეგ, მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა; 1922 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, მუშაობდა გრამფირფიტების ქარხანა «Pathe»-ში. 1923 წლიდან დაკავებული იყო მაწვნის წარმოებით. ევროპის ისტორიაში შევიდა როგორც იოგურთის გამომგონებელი. 1985 წელს პარიზში გამომცემლობა "YMCA-PRESS"-მა გამოაქვეყნა მისი მემუარები რუსულ ენაზე "Мои воспоминания в годы независимости 1917-1921". ქართულ ჯარში დაწესებულია მედალი "გენერალი კვინიტაძე" (2006), 2006 წლიდან თბილისში არსებობს გიორგი კვინიტაძის სახელობის ქუჩა.  ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში. 1917 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ოქროს იარაღით. რუსეთის იმპერატორის არმიის პოლკოვნიკი (1916), ქართველი გენერალ-მაიორი. 

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.69; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 667; akhalitaoba.ge

Member of Organizations

  • ანტისაბჭოთა ორგანიზაცია "პარიზის ბლოკი", ნამდვილი და საპატიო წევრი (1950-)
  • ტფილისის სამხედრო სკოლა, პრეზიდენტი (1932-)
  • ქართველ მხედართა დარაზმულობა, ნამდვილი და საპატიო წევრი
  • ქართველთა დემოკრატიული კავშირი, ნამდვილი და საპატიო წევრი
  • ყოფილ მეომართა ასოციაცია, ხელმძღვანელი

Awards and Honors

  • 2013 - საქართველოს ეროვნული გმირი
  • 1917 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1912 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1904 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: