The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ბერძენიშვილი

მერაბ ბერძენიშვილი
Date of birth:10 June, 1929
Date of death:17 September, 2016  (at 87 years)
Burial location:საკუთარი სახლის ეზო, თბილისი
Category:Sculptor, Painter

Biography

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს.

ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში. ბერძენიშვილის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. ძირითადი ნამუშევრები: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი(1958); მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი"). წარმატებით მუშაობს გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებს წიგნებს, ქმნის დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს. 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2014 წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - "ხელოვნების ქურუმი" გადაეცა; 2015 წელს ქ. ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრს სურათების გალერეას მერაბ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. - გვ. 335-336; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.112 

Member of Organizations

  • საქართველოს კულტურის ფონდი, პრეზიდენტი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

Awards and Honors

  • 2013 - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
    დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის
  • 2010 - ილიას მედალი, "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 2002 - საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის ჯილდო "XX საუკუნის მიღწევებისათვის"
  • 1995 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად
  • 1983 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1978 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1976 - სსრკ სახელმწიფო პრემია, მონუმენტი "კიდევაც დაიზრდებიან..."
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1960 - მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი, პორტრეტი ქართველი ქალი

Bibliography


Share: