Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მინდია სალუქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს, ასპირანტურა 1961 წელს. 1955-1957 წწ. იყო თბილისის 55-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; 1957-1958 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ამჟამად ა. ელიაშვილის მართვის სისტემების) ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1961-1964 წწ. მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტში; 1964-1967 წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1967-1971 წწ. ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1971-1981 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1981-2006 წწ. ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე: (1991 წლის 9 აპრილი); 1994 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 2007-2018 წწ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 15 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო (თანაავტორებთან ერთად). აღსანიშნავია, რომ ამერიკაში გამოცემული მისი მონოგრაფია ერთ-ერთი პირველი იყო მრავალკრიტერიული ოპტიმიზაციის სფეროში. სამეცნიერო ლიტერატურაში შესულია ტერმინები "სალუქვაძის მეთოდი", "სალუქვაძის ამოხსნა", "სალუქვაძის პრინციპი", "სალუქვაძის ოპტიმუმი". ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1980). წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.206; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 303 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |