Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ფერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ბაკურციხე. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი 1913 წელს, ხოლო სასულიერო სემინარია - 1918 წელს. ამავე წლიდან სწავლა განაგრძო ახლადდარსებულ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. გერმანიაში ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს. შემდეგ ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა, სადაც ნაშრომისათვის, რომელიც საქართველოს მონასტრებს შეეხებოდა, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ ფერაძე 16 ენას ფლობდა; 1931 წლის 18 აპრილს ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა; აქვე ეკურთხა დიაკვნად; შემდეგ გაგზავნეს პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში, სადაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე იღწვოდა; II მსოფლიო ომის დროს ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს; 1942 წლის 6 დეკემბერს თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში. მისი ხელმძღვანელობით პარიზში გამოიცემოდა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა გრიგოლი წმინდანად შერაცხა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.261 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |