შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჭიათურის რაიონი, სოფელი ქვაციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება 1926 წელს. 1937–1942წწ. იყო კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების მთავარი რედაქტორი; 1943–1946წწ. საქართველოს ლიტფონდის დირექტორი; 1946–1951წწ. გამომცემლობა "ზარია ვოსტოკას" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1958–1976წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი; 1964–1976წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის საბჭოთა მწერლობის განყოფილების ხელმძღვანელი; "ფუტურისტ–ლეფელთა" ჯგუფის ერთ–ერთი ორგანიზატორი და თეორიტიკოსი; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1922 წელს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; მისი ლიტერატურული კრიტიკისა და სამეცნიერო გამოკვლევებიდან აღსანიშნავია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პრობლემებისადმი მიძღვნილი ნაშრომები და მონოგრაფიები. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.308 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |