The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ლორთქიფანიძე

რევაზ ლორთქიფანიძე
Date of birth:7 January, 1965  (59 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1986 წელს.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (ნოსტრიფიკაცია ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიცვა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1999 წელს სპეციალობით "მსოფლიო მეურნეობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები"). ნიუ-იორკის პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის პირველი წევრი პოსტ საბჭოთა სივრციდან, ევროკავშირის ტასისის პროექტის სერთიფიკატის მფლობელი "უფრო სუფთა წარმოების საკითხებში". 1000-ზე მეტი მეცნიერული და 30 წიგნადი შრომის ავტორი ეკონომიკაში (researchgate.net), მაგ. ინგლისურენოვანი შრომები: Lordkipanidze Revaz, Thanks to God that I changed the flawed classical view of perfect competition - some do not see it, but the main thing is that it has changed (dx.doi.org); Lordkipanidze Revaz, Unspeakably big recognition for me (for future understanding of perfect competition, genius Wikipedia used my ResearchGate work when discussing market fundamental concepts). - Professionalism and Law-obedience in Everything and for Strong INTERPOL on Foundations of American Lessons to the Best Life (Issue N114): 2022: 111: (dx.doi.org).  ეკონომიკური კონკურენციის კლასიკური და თანამედროვე თეორიების ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, კონკურენციის ობიექტური კანონიდან გამომდინარე, რ. ლორთქიფანიძე არის კონკურენციის ძალის განსაზღვრის ფორმულირების ავტორი, განავითარა ეკონომიკის სტრუქტურის ეფექტიანობის ფორმულირება ევროკომისიის ექსპერტთა მეთოდოლოგიის სრულყოფის საფუძველზე, მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე. სრულყოფილი კონკურენციის გააზრებაში, რ. ლორთქიფანიძემ, კონკურენტთა უსასრულო რაოდენობრიობის საჭიროების ნაცვლად, პირველმა დაინახა "ატომური ბალანსის" ხარისხობრივად ახალი მიდგომის საჭიროება, რაც აღინიშნა გლობალურ ენციკლოპედია ვიკიპედიაში. მისი კვლევის ინტერესის სფეროებს წარმოადგენს ფიზიკა ეკონომიკაში, ეკონომიკური ეფექტიანობა, ეკონომიკური კონკურენცია, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ჯანდაცვის ეკონომიკური რეფორმები, მრეწველობა, მსოფლიო სავალუტო სისტემა და ფულადი მიმოქცევა, აშშ-ს და საქართველოს ეკონომიკა. არის ქაშვეთის ტაძრის სტიქაროსანი. მისი შრომები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" (dspace.nplg.gov.ge  ). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

Member of Organizations

  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2013-)

Awards and Honors

  • 2006 - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სიგელი, ყველაზე ინტელექტუალური ინდივიდუალური ნომინანტი
  • 2001 - საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სტიპენდია (მეცნიერებათა ახალგაზრდა დოქტორი)
  • 1981 - საქართველოს განათლების სამინისტროს ოქროს მედალი, წარჩინებული სწავლისთვის

Bibliography


Share: