შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ კახიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1960 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1962–1972წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე; 1968 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ბაღდათის საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი; იყო უცხოეთის 7 აკადემიის წევრი. ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 36 მონოგრაფიის, 5 გამოგონების, 2 რაციონალიზატორული წინადადების. მედიცინის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სიმსივნეებისა და ანთების ურთიერთდამოკიდებულება", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პორტული ჰიპერტენზიის ეთიოლოგია, პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 1966 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 194; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.43 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |