ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
დავით ახლოური
დაბადების თარიღი: | 9 სექტემბერი, 1975 (49 წლის) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი, პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი მიდელანი, ახალგორის რაიონი.
დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს ქალაქ გორში; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი ასპირანტურა საქართველოს ისტორიის სპეციალობით.
არის საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი. ჟურნალ "კარდუსა" და გაზეთების: "ყაყაჩოს", "ლიტერატურული ქართლისა" და "უფლისციხის" მთავარი რედაქტორი.
საკანდიდატო დისერტაცია თემა – "ახალგორის ისტორია".
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირი, პრეზიდენტი
- საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობა, წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაცია, თავმჯდომარე
- საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი
- საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ახალგორის სადროშო, მეთაური
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2022 - "ლიტერატურული მესხეთის" პირველი პრემია
- 2019 - "ლიტერატურული მესხეთის" პირველი პრემია
- 2010 - ნიკო სამადაშვილის სახელობის პრემია
- ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- დავით აღმაშენებლის სახელობის დიპლომი "ძლევაი საკვირველი"
- ქსნის ხეობელთა სამადლობელი სიგელი (გაცემული ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ)
- მშვიდობის ალამდარის წოდება
- ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
- გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
- ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- იოსებ გრიშაშვილის სახელობის პრემია
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი (საპატიო სიგელი)
- მირზა გელოვანის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ქსნის ხეობის ისტორია : XVIII საუკუნის მეორე ნახევარი, XIX საუკუნის (ავტორი) // ტ. III. - თბილისი, საარი, 2022. - 320გვ.. - ISBN: 978-9941-493-71-3
- ქსნის ხეობის ისტორია : XVIII საუკუნის მეორე ნახევარი, XIX საუკუნის დასაწყისი (ავტორი) // ტ. II. - თბილისი, საარი, 2021. - 320გვ.. - ISBN: 978-9941-493-19-5
- მზის საუფლოში : რჩეული ლექსები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2019. - 320გვ.. - ISBN: 978-9941-477-42-3
- სოფელი ახლოურთი : ახალგორის რაიონის სოფელი (ავტორი) // ტ.1. - თბილისი, საარი, 2019. - 320გვ.. - ISBN: 978-9941-477-35-5
- ჩემი ხავსისფერი სალოცავი : კრებული (ავტორი). - თბილისი, საარი, 2018. - 264გვ.. - ISBN: 978-9941-477-10-2
- მინდა მზის იქითაც დაგელოდო : რჩეული ლექსები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2016. - 320გვ.. - ISBN: 978-9941-461-34-7
- ყვითელი ფოთლები : ახალი ლექსები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2015. - 120გვ.. - ISBN: 978-9941-461-01-9
- ქალი ვაზია : ლექსები, პუბლიკაციები (ავტორი). - თბილისი, ირიდა, 2013. - 300გვ.. - ISBN: 978-9941-0-6113-4
- ფშავური ღამე (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 28გვ.
- ნარკვევები საქართველოს წარსულიდან (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 96გვ.. - ISBN: 978-9941-17-564-0
- ორიათასთერთმეტი : ახალი ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 80გვ.. - ISBN: 978-9941-17-498-8
- თეთრი ნაპირი : ახალი ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 64გვ.. - ISBN: 978-9941-12-782-3
- ჭადრის ფოთლები : ლირიკული პროზა, მინიატურები, ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 64გვ.. - ISBN: 978-9941-12-781-6
- ზამთარი გორში : ახალი ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 64გვ.. - ISBN: 978-9941-12-433-4
- ქრისტეშობისთვე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2008. - 80გვ.. - ISBN: 978-9941-12-333-7
- მზის სარეცელი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2008. - 64გვ.. - ISBN: 978-9941-12-097-8
- ამ ქვეყნის მიღმა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 64გვ. . - ISBN: 978-99940-61-23-5
- მარადიული ფენომენი : შტრიხები თანამედროვე ეროვნული მწერლობის ისტორიისათვის : ნარკვევებისა და რეცენზიების კრებული (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 112გვ.. - ISBN: 978-9941-12-050-3
- იოჰან ანტონ გიულდენშტედტი ქსნის ხეობაში (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 48გვ.. - ISBN: 978-99940-964-0-4
- ქართული სულიერების ოაზისი : სამეცნ.-პოპულ. პუბლიკაციები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 63გვ.. - ISBN: 9789941121081
- იქნებ აღარც უნდა მეთქვა რამე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2006. - 64გვ.. - ISBN: 99940-61-16-X
- სოფელი მიდელაანი : ახალგორის რ-ნის სოფ. მიდელაანის ისტ. XVIII ს-დან დღემდე (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2006. - 79გვ.
- ახალგორის ისტორია (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2006. - 180გვ.
- ქართული მენტალიტეტი : ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2006. - 80გვ.. - ISBN: 978-9941-12-087-9
- უფლის საყდარი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 2005. - 48გვ.
- მე შენ მიყვარხარ : ლექსები (ავტორი). - გორი, გუთნისდედა, 2003. - 48გვ.
- ღამე თეთრ ლარნაკში : ლექსები (ავტორი). - გორი, 1999. - 48გვ.
- ადრიანი ღრუბლები : ლექსები (ავტორი). - გორი, "ლიტერატურული ცხინვალის" გამოცემა, 1996. - 48გვ.
- ქრისტეს ასაკამდე : ერთტომეული : 500 ლექსი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 210. - 400გვ.. - ISBN: 978-9941-17-092-8
|