Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ჭიჭინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტეტატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი. იყო თვითნასწავლი. იდეური მიმართულებით ხალხოსანი. გამოაქვეყნა ოუენის, ფურიეს, პრუდონის, ლასალისა და ლუი ბლანის ბიოგრაფიები, დაწერა ნეკროლოგი კ. მარქსზე. ავრცელებდა არალეგალურ სოციალისტურ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა მუშა-ხელოსანთა წრეს. მეორედ გამოსცა ბროსე-ჩუბინაშვილისეული "ქართლის ცხოვრება"(1913, ორ ნაწილად), "პარიზის ქრონიკა"(1910), გამოაქვეყნა საქართველოში ბატონყმობის ფაქტობრივი მდგომარეობის მასალები(დოკუმენტები). გამოცემები არ იყო კრიტიკული, მაგრამ აკმაყოფილებდა ისტორიულ-დოკუმენტური ძეგლების პოპულარიზაციის ინტერესებს. ამავე ინტერესებს ემსახურებოდა მისი მრავალრიცხოვანი(120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, განსაკუთრებით აჭარასა და სამხრეთ საქართველოში. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |