The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა ჯაფარიძე

გოჩა ჯაფარიძე
Date of birth:10 July, 1942
Date of death:15 November, 2020  (at 78 years)
Category:Diplomat, Public official, Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს.

1968-დან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1979-1983 წწ. დამასკოში (სირიის არაბთა რესპუბლიკა) სსრკ კულტურის ცენტრის დირექტორი; 1991-1998 წწ. თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პრორექტორი; 1995-1998წწ. და 2004-2007წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახალი და უახლესი და შუა საუკუნეების განყოფილებების გამგე; 1998-2004წწ. საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; 2005-2007წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი, სრული პროფესორი; 2007-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ხოლო 2009-2010წწ. ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი: მონოგრაფიები და სტატიები აკადემიურ გამოცემებში ქართულ, არაბულ და სხვა უცხო ენებზე. არის ავტორი მონოგრაფიებისა: "ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან IX-XIX სს." (1973), “საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში" (1995), "ახალი მასალები XVII ს-ის ეგვიპტის ეპიგრაფიკისათვის" (თანაავტორი ა. სილაგაძე, 2002); სტატიების კრებულისა -"ძიებანი საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში"(2012); ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ძირითადი ავტორი წიგნისა "ისლამი. ენციკლოპედიური ცნობარი" (1999); სცენარის ავტორი ფილმებისა "სირია ქართველების თვალით" (რეჟ. გ. ბარნოვი) და "ქართველი მამლუქები ეგვიპტეში" (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში, დაიცვა 1994 წელს.

წყარო: tsu.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 195

Awards and Honors

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: