The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯაფარიძე

გიორგი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს.

1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1983 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1998 წელიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1978-1982წწ. ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1998წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილების გამგე; 1998-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: დაბალგანზომილებიანი ძლიერად კორელირებული ელექტრონული და სპინური სისტემების თეორია, მეტალ-იზოლატორული გადავლების თეორია, მაღალტემპერატურული და სხვა უჩვეულო ზეგამტარი სისტემების თეორია, თეორიული ნანოფიზიკა და თანამედროვე ნანოელექტრონიკის მასალათმცოდნეობა. წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2003-2004წწ. იყო საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.  2013 წლიდან არის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებასთან არსებული ბირთვული ენერგიისა და რადიოაქტიური უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე; ავტორია 55-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მეცნიერებათა აკადემიის საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოს, ჟურნალ  "მოამბის" სარედაქციო საბჭოს (2018-დან)  და ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი (2019-დან). 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერული და მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორია. ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება, აკადემიკოს-მდივანი (2019-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)
  • საქართველოს ფიზიკოსთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ე. ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია)
    ფიზიკის დარგში

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: