შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ბექაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1954–1957წწ. იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1961წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1961–1973წწ. სწავლული მდივანი; 1973–1981წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1981–1999წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1999 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ექიმი–ნეიროფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ტონური და გეტანური ნეირომოტორული გართულების ფუნქციური თავისებურებანი", დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"ნათხემის როლი თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.39; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.356 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |