შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ბოცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1952–1963წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1964–1948წწ. დოცენტი; 1971 წლიდან კათედრის პროფესორი, 1980 წლიდან კათედრის გამგე; ავტორია 242 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება დიფტერიის, დიზენტერიის, ჰეპატიტის, მენინგოკოკური ინფექციის პრობლემებს. ექიმი–ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს ჰეპათოლოგთა და გასტროენტეროლოგთა საერთაშორისო სერთიფიკატი (1998), ფალკის სიმპოზიუმის პრემია (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის დეზამინირების ფუნქცია დიზენტერიის დროს", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბოტკინის დაავადების კლინიკურ–ეპიდემიოლოგიური დახასიათება და პათოგენეზის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.43; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.447 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |