შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ნოვოროსიის (დღევანდელი ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1872 წელს. 1876 წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში; 1885–1917წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; ის დიდ ინტერესს იჩენდა ქალთა ემანსიპაციისადმი; იღვწოდა, რომ ქართველ ქალებს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლება მიეღოთ. აქტიურად მონაწილეობდა ოდესის ქალთა უმაღლესი კურსების ჩამოყალიბებაში (1905), სადაც ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გაიხსნა და ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს (1906). 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი; 1918–1927წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას. მისი შრომები ეხება ორგანულ და არაორგანულ ქიმიის საკითხებს; მან პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომლებსაც გლიციდმჟავები უწოდა; 1939 წელს ცალკე მონოგრაფიად გამოვიდა მისი გამოკვლევები, მიძღვნილი ზემჟავებისა და ზეჟანგებისადმი. მისი თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ოთხ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგრონომიული ქიმიის კათედრები; პ. მელიქიშვილის სახელობისაა ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა(1950) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია მისი სახელობის პრემია ქიმიის და ფიზიკის დარგებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის პ. მელიქიშვილის სახელობის კაბინეტ–ბიბლიოთეკა. ქართული უნივერსიტეტის (ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი რექტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აკრილმჟავას ნაწარმის შესახებ", დაიცვა 1881 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "იზომერული კროტონმჟავების ნაწარმთა შესახებ", დაიცვა 1885 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.559; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |