The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბოჭორიშვილი

გიორგი ბოჭორიშვილი
Date of birth:16 June, 1919
Date of death:25 November, 2011  (at 92 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

1941-1942წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1960-1974წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1974-1981წწ. ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე; გამოიკვლია ცენტრალური ნერვული სისტემის როლი ძვლის ქსოვილის რეგენერაციაში; ერთ-ერთმა პირველმა დანერგა საქართველოში თრომბოემბოლიური დაავადების აქტიური მკურნალობის მეთოდი; 1981 წლიდან ჰოსპიტალური ქირურგიის პროფესორი; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის და 18 წიგნის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპინური ანესთეზია სოლკაინით", დაიცვა 1949 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"ცენტრალური ნერვული სისტემის უმაღლესი ნაწილების როლი ძვლის რეგენერაციაში", დაიცვა 1956 წელს ლენინგრადში, პავლოვის ინსტიტუტში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.43; ენციკლოპედია საქართველო, ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 475; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 495; ავერსი: aversi.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი (1942-)
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, მდივანი (1960-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1942 - სამამულო ომის ორდენი
  • 1942 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

Bibliography


Share: