The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ჯორბენაძე

ომარ ჯორბენაძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხულოს რაიონი, სოფელი ძირკვაძეები.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს.

1991–19992წწ. იყო საზოგადოებრივი ასოციაცია "ამაღლების იურისტი". 1993–1994წწ.  საზოგადოებრივ–შემოქმედებითი ასოციაცია "დიდოსტატის" იურიდიული ჯგუფის უფროსი. 1994–1996წწ. შპს გამომცემლობა "ლეთას" იურისტი. 1996–1997წწ. პარლამენტის უფროსი სპეციალისტი.  1997–1998წწ. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის განყოფილების უფროსი. თბილისის კრწანისი–მთაწმინდის რაიონის სასამართლოს(1998) და საოლქო (1999–2005) სასამართლოს მოსამართლე.  2005–დან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. არის ავტორი სტატიებისა სამეცნიერო იურიდიულ ჟურნალ "სამართალში", აგრეთვე ავტორი დეტექტიური ჟანრის წიგნისა "ცოდვილთა ჯალათი"(1996). 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: