The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ბრეგაძე

Date of birth:29 April, 1931  (92 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ტყიბულის რაიონი, სოფელი ცუცუხვათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1957წწ. მუშაობდა ლენინგრადის კურორტთა სამმართველოში; 1957–1960წწ. ხარკოვის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში კლინიკურ ორდინატორად; 1960–1969წწ. ამავე ინსტიტუტის ასისტენტად; 1969–1996წწ. იყო თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 1997 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომისა, მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია ხუთი  სადოქტორო და ექვსი საკანდიდატო დისერტაცია. არის ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიკრობთა ფაქტორების როლი პაროდონტის დაავადებათა ეტიოლოგიასა და პათოგენეზში ნორმალური და ტრავმირებული ნერვული სისტემის დროს", დაიცვა 1968 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საღეჭი აპარატის ზოგიერთი ორგანოს სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებები ადგილობრივი გამა დასხივების შემდეგ ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.45

Member of Organizations

  • დისერტაციების დაცვის საკოორდინაციო და ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, თავმჯდომარე
  • სამეცნიერო წოდებების მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა–სახის ქირურგთა ასოციაცია, წევრი (1982-)

Awards and Honors

  • 1993 - გირიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • 1964 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: