შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბრეგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ტყიბულის რაიონი, სოფელი ცუცუხვათი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს. 1954–1957წწ. მუშაობდა ლენინგრადის კურორტთა სამმართველოში; 1957–1960წწ. ხარკოვის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში კლინიკურ ორდინატორად; 1960–1969წწ. ამავე ინსტიტუტის ასისტენტად; 1969–1996წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 1997 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომისა, მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია ხუთი სადოქტორო და ექვსი საკანდიდატო დისერტაცია. არის ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიკრობთა ფაქტორების როლი პაროდონტის დაავადებათა ეტიოლოგიასა და პათოგენეზში ნორმალური და ტრავმირებული ნერვული სისტემის დროს", დაიცვა 1968 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საღეჭი აპარატის ზოგიერთი ორგანოს სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებები ადგილობრივი გამა დასხივების შემდეგ ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.45 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |