| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ჩაჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ლექსების წერა ახალგაზრდამ დაიწყო, იყო "ფუტურისტ-ლეველთა" ლიტერატურული დაჯგუფების ერთ-ერთი მოთავე. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1925-1926წწ. იყო გაზეთ "დროულის" თანარედაქტორი; 1934-1961წწ. მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების: "ლიტერატურული გაზეთი", "ჩვენი თაობა", "დროშა" რედაქციებში; იყო ალმანახ "ლიტერატურა და სხვას" რედაქტორი. 1919 წელს ქუთაისში დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი, ახალგაზრდების ჟურნალ "წინსვლის ემბლემაში"; ძირითადი პოეტური კრებულები: "სიცოცხლეს ვუმღერ" (1950), "სადაც ვშობილვარ" (1958), "ცისა და მიწის" (1962), "რაც განმიცდია" (1962), "ამ ქვეყანაზე" (1964), "ლექსები" (1967), "ამ თაობიდან იმ თაობამდე" (1971), "მე ისევ ვოცხლობ" (1975); მისი საბავშვო ლექსები, პოემები და პიესები მრავალგზის გამოიცა ცალკე წიგნად – "რატომ ვერ აგებს ჩხიკვი კარგ ბუდეს" (1945), "ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს" (1947), "ზანგი გოგონა" (1951), "საბავშვო ლექსები" (1955), "ვითამაშოთ ერთად" (1966), "ზარმაცი ბიჭის ამბავი" (1971), "მზეო ამოდი, ამოდი" (1975). საგულისხმოა მისი წვლილი საბავშვო ლიტერატურის განვითარების საქმეში. თარგმნა რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ოსი პოეტების ლექსები. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. პოეტი, ჟურნალისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე. კონცერტმეისტერისა და პედაგოგის ვაჟა ჩაჩავას მამა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.377; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.401; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

