შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჩაჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1925-1926წწ. იყო გაზეთ "დროულის" თანარედაქტორი; 1934-1961წწ. მუშაობდა ქართული ჟურნალ–გაზეთების: "ლიტერატურული გაზეთი", "ჩვენი თაობა", "დროშა" რედაქციებში; 1919 წელს ქუთაისში დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი, ახალგაზრდების ჟურნალ "წინსვლის ემბლემაში"; ძირითადი პოეტური კრებულები: "სიცოცხლეს ვუმღერ" (1950), "სადაც ვშობილვარ" (1958), "ცისა და მიწის" (1962), "რაც განმიცდია" (1962), "ამ ქვეყანაზე" (1964), "ლექსები" (1967), "ამ თაობიდან იმ თაობამდე" (1971), "მე ისევ ვოცხლობ" (1975); მისი საბავშვო ლექსები, პოემები და პიესები მრავალგზის გამოიცა ცალკე წიგნად – "რატომ ვერ აგებს ჩხიკვი კარგ ბუდეს" (1945), "ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს" (1947), "ზანგი გოგონა" (1951), "საბავშვო ლექსები" (1955), "ვითამაშოთ ერთად" (1966), "ზარმაცი ბიჭის ამბავი" (1971), "მზეო ამოდი, ამოდი" (1975). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.377 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |