Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი მიქელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ერევანი (სომხეთი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკაულტეტი 1925 წ. 1926-1927წწ. ამიერკავკასიის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის მთავარი ეკონომისტია; 1928წ. - საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მთავარი ეკონომისტი; 1929წ. - სასაქონლო ბირჟის მთავარი ეკონომისტი; 1929-1954წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1930-1960წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი; 1936-1970წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სოციალისტური დაგეგმვისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრას. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა მრეწველობის ეკონომიკა. დიდი ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის თეორიული და პრაქტიკული საკითხების დამუშავებაში. ძირითადი შრომები ეძღვნება საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის სპეციალიზაციასა და კომპლექსურ განვითარებას. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |