Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა გამყრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს. 1948-1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი; 1953–1954წწ. სოხუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954–1959წწ. რესპუბლიკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1959–1973წწ. მთავარი ექიმი; 1973–1992წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; პროფესორი. კლინიკური ფსიქოფარმაკოთერაპიის ფუძემდებელი საქართველოში. ავტორია 251 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფსიქიატრიის პრობლემურ საკითხებს. არის ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სამამულო ომში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს 3 ორდენი და 10 მედალი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ექსპერიმენტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის პათოარქიტექტონიკის მასალები", დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცირკულარულად მიმდინარე მწვავე ატიპიურ აფექტურ ფსიქოზთა კლინიკო–ფსიქოპათოლოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.54; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.98 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |