შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ გარსევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1944–1947წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1952–1953წწ. აფხაზეთის მთავარი პედიატრი; 1953–1959წწ. თბილისის ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი პედიატრი; 1960–1991წწ. თბილისის პედიატრიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1992–1996წწ. ბავშვთა მე–13 პოლიკლინიკის კონსულტანტი; ავტორია 91 სამეცნიერო ნაშრომისა. არის ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''ზოგიერთი ჟანგვა–აღდგენითი პროცესები პნევმონიისა და რაქიტის დროს ბავშვებში'', დაიცვა 1952 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - ''B ჯგუფის ვიტამინების ცვლილება პნევმონიისა და რაქიტის დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.55 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |