Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ იმედაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებლებში. 1890 წლიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში; ავცელებდა არალეგალურ ლიტერატურას; 1893 წელს ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების პირველი რეჟისორი იყო; რედაქტორობდა ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება"; გაზეთებს: "ხალხის ერთობა" და "ხალხის თავისუფლება"; 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად; 1905–1906წწ. ხელმძღვანელობდა ივერის ხეობას; 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო; 1910 წელს რევოლუციურ–პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლით კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. 1895 წლიდან დაიწყო ბეჭდვა; შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული – "ცხოვრების სარკე"(1899, 1901). 1902 წელს გამოსცა მ. გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული; 1903 წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი "აახ–ვაახ"; ლექსთა რამდენიმე წიგნაკი: "სიყვარულის ძალა"(1904), "პროლეტარიატის ჰიმნი"(1905), "წითელი დროშა"(1907); 1904 წელს გამოსცა პირველი უცხო სიტყვათა ლექსიკონი"(II, III გამოცემები, 1918, 1928); ავტორია რომანებისა "განახლებული სიცოცხლე"(1919–21) და "ციბრუტა"(1940); მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები "იოსებ ლაღიაშვილი"(1920), "უკანასკნელი დედოფალი"(1929), ისტორიულ–ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილსა და ივანე როსტომაშვილზე, ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან; შეადგინა ქართველ მწერალთა ლექსიკონი" (ძვ. წ. IV – ახ. წ. XX სს.). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.183; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.239; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.131 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |