The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კლარა გელაშვილი

კლარა გელაშვილი
Date of birth:21 January, 1931
Date of death:15 June, 2022  (at 91 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1955–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრაზე, უფროსი ლაბორანტი, ასპირანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომისა; არის სამი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, საავტორო მოწმობის მფლობელი (N77, 1943, 20 ივნისი 1980). არის ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაიონიზებელი გამოსხივების მცირე დოზების ბიოლოგიური მოქმედება", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მენსტრუალურ–ოვარიული ფუნქცია ორგანიზმზე მაიონიზებელი რადიაციის მცირე დოზების ხანგრძლივი მოქმედების დროს", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.106

Member of Organizations

  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: