შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კლარა გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს. 1955–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრაზე, უფროსი ლაბორანტი, ასპირანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომისა; არის სამი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, საავტორო მოწმობის მფლობელი (N77, 1943, 20 ივნისი 1980). არის ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაიონიზებელი გამოსხივების მცირე დოზების ბიოლოგიური მოქმედება", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მენსტრუალურ–ოვარიული ფუნქცია ორგანიზმზე მაიონიზებელი რადიაციის მცირე დოზების ხანგრძლივი მოქმედების დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.106 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |