Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა მანაგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1921 წლიდან; დაამთავრა თბილისის გიორგი ჯაბადარის თეატრალური სტუდია 1926 წელს; მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1938 წელს. 1927-1928წწ. იყო ქუთაისის დრამატული თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1929-1931წწ. თბილისის მუშათა ახალგაზრდობის თეატრის ხელმძღვანელი; 1932 წელს თბილისის წითელი არმიის თეატრის რეჟისორი; 1934-1936წწ. მუშათა ახალგაზრდობის რესპუბლიკური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 1938 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში "ქართულიფილმი" რეჟისორად; რეჟისორია ფილმებისა: "ჭირვეული მეზობლები"(1945), "საბუდარელი ჭაბუკი"(1957), "კეთილი ადამიანები"(1961), "ხევსურული ბალადა"(1965), "ჯვარცმული კუნძული"(1968), "ვინ შეკაზმავს ცხენს"(1963), "წუთისოფელი"(1971), "თვალი პატიოსანი"(1976), "ყვავილი თოვლზე"(1959). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.505-506 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |