Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია ნათაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1952 წელს. სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიისა და დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის კათედრებზე მასწავლებლის, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე. წლების მანძილზე იყო ქუთაისის უნივერსიტეტის და ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2006 წელს პროტესტი გამოუცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებს და დატოვა უნივერსიტეტი, როგორც მეამბოხე პროფესორმა. მის სამეცნიერო სფეროს წარმოადგენს ენათმეცნიერება, ლიტერატურის ისტორია და თეორია. 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და 5 მონოგრაფიის ავტორია. სხვადასხვა ევროპული ენიდან თარგმნილი აქვს მხატვრული ლიტერატურა: ო. ჰენრის ნოველების კრებული (ინგლისურიდან), კრისტიან პინოს ზღაპრების კრებული "ვარსკვლავი გალიაში" (ფრანგულიდან), მე-20-ე საუკუნის ევროპული პოეზია ( ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული პოეზია). 50-მდე საკანდიდატო და სამი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შექსპირის დრამების სტილის ევოლუცია", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლინგვისტური სტილისტიკის აგების პრინციპები და ენათა შეპირისპირების სტილისტური ასპექტი", დაიცვა 1974 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 270; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |