The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ნათაძე

მაია ნათაძე
Date of birth:27 May, 1929  (94 years)
Category:Scientist, Educator, Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1952 წელს.

სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიისა და დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის კათედრებზე მასწავლებლის, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე. წლების მანძილზე იყო ქუთაისის უნივერსიტეტის და ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2006 წელს პროტესტი გამოუცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებს და დატოვა უნივერსიტეტი, როგორც მეამბოხე პროფესორმა. მის სამეცნიერო სფეროს წარმოადგენს ენათმეცნიერება, ლიტერატურის ისტორია და თეორია. 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და 5 მონოგრაფიის ავტორია. სხვადასხვა ევროპული ენიდან თარგმნილი აქვს მხატვრული ლიტერატურა: ო. ჰენრის ნოველების კრებული (ინგლისურიდან), კრისტიან პინოს ზღაპრების კრებული "ვარსკვლავი გალიაში" (ფრანგულიდან), მე-20-ე საუკუნის ევროპული პოეზია ( ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული პოეზია). 50-მდე საკანდიდატო და სამი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შექსპირის დრამების სტილის ევოლუცია", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლინგვისტური სტილისტიკის აგების პრინციპები და ენათა შეპირისპირების სტილისტური ასპექტი", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 270; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "სოლიდრობა განათლებული საქართველოსთვის", წევრი, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • ერევნის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან არსებული საკვალიფიკაციო საბჭოსა და ბაქოს უნევრსიტეტთან არსებული ლიტერატურული საბჭო, მიწვეული წევრი
  • ლიტერატურის, საზღვარგარეთის ლიტერატურის და ზოგადი ენათმეცნიერების საკვლიფიკაციო საბჭო, წევრი
  • საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • ქართული აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: