Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე გრუზინსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1933 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; 1945 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა ლექსებისათვის; ავტორია არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოსი, მათ შორის: "შურისმაძიებელი", "საყვარელი დისშვილი" და სხვ.; საოპერო ლიბრეტოებისა; დრამატული ნაწარმოებისა: "სასჯელის შიშით", "შემთხვევა ზღვაში", "ბრალდებული"; მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის "ჰიმნი სიყვარულს", "მიმღერე რამე", "სადაც გინდა, იქ ილოცე"; ბიძინა კვერნაძის "გაზაფხულდა"; ოთარ თევდორაძის "ობელისკები"; აღსანიშნავია რევაზ ლაღიძის "სიმღერა თბილისზე", რომელიც თბილისის 1500 წლისთავისთვის დაიწერა; ასევე მის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: "კეთილი ადამიანები", "ბაში-აჩუკი", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "აბეზარა", "მხიარული რომანი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "განგაში", "მიმინო" და სხვ.; მის სცენარებზე შეიქმნა ფილმები: "შეხვედრა მთაში", "საქართველოს რიტმები", და "საჩუქარი". 1955 წლიდან მუშაობდა კ/ს "ქართულ ფილმში". ბაგრატიონთა სამეფო გვარის პირდაპირი შთამომავალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.167; ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge; საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ პორტალი: presa.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 37-38 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |