The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე თოფურიძე

ელენე თოფურიძე
Other name:ლალა  (Changed name)
Date of birth:22 May, 1922
Date of death:29 September, 2004  (at 82 years)
Burial location:მუხათგვერდი, თბილისი
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის ფაკულტეტი 1944 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1945 წელს.

1951 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე; კითხულობდა ლექციბს ესთეტიკის, დასავლეთ ევროპის და ამერიკის თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. 1998–2004წწ. თეატრალური ინსტიტუტის პროფესორ-კონსულტანტი.  1961–2004 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, ესთეტიკის განყოფილების გამგე. 1968 წელს მონაწილეობდა ესთეტიკის VI საერთაშორისო კონგრესის(უფსალა) და 1972 წელს ესთეტიკის VII საერთაშორისო კონგრესის(ბუქარესტი) მუშაობაში. იგი რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ოთხი მონოგრაფიის ავტორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იტალიური რომანტიზმის დრამის თეორია", დაიცვა 1951 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com

Awards and Honors

  • 1976 - ღირსების ორდენი
  • 1970 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

Bibliography


Share: