The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი ჭელიძე

მერი ჭელიძე
Date of birth:5 November, 1923
Date of death:2011  (at 87 years)
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1944 წელს.

1948 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1962-1967წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრას. მუშაობდა სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე, სადაც კითხულობდა ლექციებს ძველი აღმოსავლეთის, ანტიკურ ფილოსოფიასა და ელინიზმის ფილოსოფიაში. დიალექტიკის ისტორიის მკვლევარი, მისი შრომები ეხება ანტიკურ ფილოსოფიას, მარქსისტულ ფილოსოფიას, გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს (ჰეგელი), ბურჟუაზიულ ფილოსოფიის (ნეოჰეგელიანელობა) ისტორიას; მისი მონაწილეობით შედგენილია სახელმძღვანელოები ფილოსოფიის ზოგად, შუა საუკუნეებისა და XX საუკუნის ბურჟუაზიულ ფილოსოფიის ისტორიაში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე
  • სკკპ, წევრი (1953-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: