The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ხვთისიაშვილი

დიმიტრი ხვთისიაშვილი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1989) და დრამის სარეჟისორო ფაკულტეტები 2004 წელს.

1989-1996 წწ. იყო  კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1996-1999 წწ. ქ. ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1989 წლიდან არის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი. 1999-2014 წწ. იყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გახმოვანების სტუდიის მთავარი პროდიუსერი; 2012 წლიდან არის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მონაწილეობდა  კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლებში: "გრაალის მცველნი", "კალიგულა", "მშვიდობის დღესასწაული", "ძველი ვოდევილები", "ურიელ აკოსტა", "ნაცარქექია", "ბედი მდევარი", "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი" და სხვა. დადგმული აქვს სპექტაკლები კ. მარჯანიშვილის, ვ. ანჯაფარიძის, მ. კოსტავას სახელობის თეატრებში, თეატრალურ სარდაფში, მათ შორის "ქამუშაძის გაჭირვება", "ღამე და თუთიყუში", "ჯვარცმული ბედნიერება", "ამიკო",  "ღია შუშაბანდი", "სეილემის პროცესი", "პრემიერა", "ახალგაზრდები",  "სტუმარი", "გუშინდელნი",  "პეიზაჟს აკლია სითბო", "ხეები ზეზეურად კვდებიან" (ლ. წულაძესთან ერთად) და სხვა. გადაღებულია კონოფილმებში: "იავნანა",  "მიზერერე", "სიბრძნე-სიცრუისა",  "ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე", "1937 წელი", "ილიას მკვლელობა", "დამოუკიდებლობის ცხრა თვე" და სხვა. არის ავტორი წიგნებისა: "ლილი იოსელიანი" (2002), "სახალხო არტისტი-გივი ბერიკაშვილი" (2008), "სახალხო არისტი - კახი კავსაძე" (2011), "სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე" (2017), "მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 90" (2018). მოზარდ მაყურებელთა თეატრში განახორციელა: "ირინეს ბედნიერება", "ნაცარქექია", "ფიფქია და 7 ჯუჯა", "მე ვხედავ მზეს", "მგზავრის წერილები", "აურზაური არაფრის გამო", "ბილოქსი ბლუზი", "რწყილი და ჭიანჭველა", "არ დამივიწყო", "სეილემის პროცესი", "ბაშიაჩუკი", "ურჩხული და ლამაზმანი" და სხვ. კინოსა და თეატრის მსახიობი, თეატრალური ხელოვნების დოქტორი. მიღებული აქვს ქალაქ რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია (1996) და წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის (2000) პრემიები.

სადისერტაციო თემა - "მსახიობის აღზრდის ინტერპრეტირების საკითხისათვის", დაიცვა 2015 წელს.

წყარო: მოზარდ მაყურებელთა თეატრის ვებგვერდი: mozardi.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (2017-)
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - შალვა დადიანის სახელობის პრემია
  • 2018 - ღირსების ორდენი
  • 2018 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 2018 - ლილი იოსელიანის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: