Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ გუგუშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახლობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1950 წელს. 1950-1954წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში. 1954-1955წწ. მუშაობდა კულტურის სამინისტროში: იყო ხელოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდგომ სამმართველოს უფროსი; 1955-1972წწ. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი, 1973-2005წწ. ინსტიტუტის რექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971), პროფესორი (1973). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 137; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.384 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |