The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ გუგუშვილი

ეთერ გუგუშვილი
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 2005  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, კრიტიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახლობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1950 წელს.

1950-1954წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში. 1954-1955წწ. მუშაობდა  კულტურის სამინისტროში: იყო ხელოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდგომ სამმართველოს უფროსი; 1955-1972წწ. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი, 1973-2005წწ. ინსტიტუტის რექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971), პროფესორი (1973).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geსაქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 137; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.384

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიის შესწავლის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1976 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: