The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი
Date of birth:30 March, 1896
Date of death:19 July, 1980  (at 84 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1910-1914წწ; პარიზში რონსონის "თავისუფალ აკადემიაში" 1919-1926წწ.

1914-1919 წწ. მუშაობდა ხატვის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში; 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში; 1919 წელს რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი); ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში; 1922-1925წწ. პერსონალური გამოფენები მოაწყო პარიზში; 1926-1932 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას; 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების გამოფენა; 1946 წელს მოხატა ქაშვეთის ეკლესიის კედლები; გამფორმებული აქვს არა ერთი სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის თეატრში; 1934 წელს დაასურათა და გრაფიკულად გააფორმა "ვეფხისტყაოსანი"; მას ეკუთვნის ასევე ილუსტრაციები სულხან–საბა ორბელიანის წიგნის "სიბრძნე სიცრუისა"; მისი ნამუშევრებია: "ლეგენდა თბილისის დაარსებაზე" (1946), "ყეენობა თბილისში" (1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "საკადრისი პასუხი" (1945, მხატვრის სახელოსნო), "კოლმეურნეთა ბრიგადის დაბრუნება" (1946, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი), "სიმღერა მშვიდობაზე" (1951), "ბოროტი ოჯახი"(1929, მხატვრის სახელოსნო),"ფლიდი ცოლი" (1944, მხატვრის სახელოსნო), "ახალი და ძველი" (1932, მხატვრის სახელოსნო), "ვეფხის მკურნალი" (1934, მხატვრის სახელოსნო), "მაია სატრფოს მოლოდინში" (1940, მხატვრის სახელოსნო), "საქორწინო განბანა" (1942, მხატვრის სახელოსნო), "ეთერი სარკის წინ" (1940, მხატვრის სახელოსნო) "გოგონები საყვარელ ნაკადულთან" (1943, კერძო კუთვნილება); განსაკუთრებით აღსანიშნავია II მსოფლიო ომის საშინელებისადმი მიძღვნილი გრაფიკული სერია – "საზიზღარი ქვეწარმავალნი" (1942, მხატვრის სახელოსნო), "ჰიტლერის ფანტაზიის კოსმოსური გაფრენა" (1943, მხატვრის სახელოსნო), "აგრესორის ულტიმატუმი" (1942, მხატვრის სახელოსნო). 1980 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი მიენიჭა  ბათუმის მხატვრის სახლს; 1982 წლის 8 აპრილს ასტრონომთა საერთაშორისო ორგანი­ზაციამ ლადო გუდიაშვილის სახელი მიანიჭა რ. ვესტის (გერ­მანია) მიერ აღმოჩენილ მცირე პლანე­ტას. 1992 წელს, იმ ქუჩას სადაც ლადო გუდიაშვილი ცხოვრობდა მიენიჭა მისი სახელი; ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი დაარსდა 2011 წლის მაისში, თბილისში, ლადო გუდიაშვილის სახელობის ქუჩაზე; 2020 წელს საქართველოს ფოსტამ გამოსცა ლადო გუდიაშვილის მარკა.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.3.-თბ., 1978.-გვ.294; ladogudiashvili.ge

Member of Organizations

  • ქართველ პოეტთა ჯგუფი "ცისფერყანწელები", წევრი (1914-1918)
  • ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, დამფუძნებელი (1916-)

Awards and Honors

  • 1979 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1976 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1966 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1950 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: