Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან ნიკოლაძე-პოლიევქტოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაამთავრა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი 1909 წელს; პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს. 1909-1917წწ. მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. რუსეთის იმპერიაში პირველი ქალი, რომელმაც "საუნივერსიტეტო ნიშანი" მიიღო. შემდეგ მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე. 1933-1974წწ. იყო ამ კათედრის გამგე. პროფესორი (1933). იგი მუშაობდა არაორგანული ქიმიის საკითხებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო, მეთოდური და მემუარული ნაშრომისა. 1970 წელს დ. გვარამაძესთან ერთად შეადგინა ქიმიის ტერმინოლოგია. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.292 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |