The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რენე შმერლინგი

რენე შმერლინგი
Date of birth:1901
Date of death:1967  (at 66 years)
Category:Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს.

მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში; 1941 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. მან ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ; იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს. გმოქვეყნებული აქვს პოპულარული ნაშრომები, გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. მის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში. ხელოვნების ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966); დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.620

Bibliography


Share: