The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი
Date of birth:6 February, 1921
Date of death:11 May, 1996  (at 75 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Educator, Filmmaker, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1971წწ. მუშაობდა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში რეჟისორად; 1965-1966წწ.  მთავარ რეჟისორად; 1971-1975წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი; 1975 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი; 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1973 წლიდან პროფესორი; მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის "ადამიანებო იყავით ფხიზლად!" (1951), ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი" (1954), კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა" (1958), გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"(1963), უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი", "იულიუს კეისარი", ჟ. ანუის "ანტიგონე" (1968), ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება" (1969), ა. ჩხაიძის "ხიდი" (1970); თბილისის ოპერისა და ბალეტის  თეატრში – მოცარტის "დონ ჟუანი", ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ჯ. ვერდის "ბალმასკარადი". 1999 წელს ჩატარდა თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ფესტივალი; მისი სახელი მიენიჭა კინომსახიობთა თეატრს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.124; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.285


Awards and Honors

  • 1996 - ჟიული შარტავას სახელობის პრემია
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1986 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1986 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1985 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1980 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: