შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1971წწ. მუშაობდა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში რეჟისორად; 1965-1966წწ. მთავარ რეჟისორად; 1971-1975წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი; 1975 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი; 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1973 წლიდან პროფესორი; მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის "ადამიანებო იყავით ფხიზლად!" (1951), ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი" (1954), კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა" (1958), გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"(1963), უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი", "იულიუს კეისარი", ჟ. ანუის "ანტიგონე" (1968), ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება" (1969), ა. ჩხაიძის "ხიდი" (1970); თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში – მოცარტის "დონ ჟუანი", ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ჯ. ვერდის "ბალმასკარადი". 1999 წელს ჩატარდა თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ფესტივალი; მისი სახელი მიენიჭა კინომსახიობთა თეატრს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.124; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.285 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |