Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მოსე თოიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში; პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1890–1910წწ. აქტიურად მონაწილეობდა თბილისურ ჟურნალ–გაზეთებში; 1922-1930წწ. იყო სახელმწიფო სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელი; აქტიურად მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში; მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: "ვიწრო ქუჩა"(1895), "მრეცხავი"(1902), "ბაზაზხანა"(1914), "მაწვნის გამყიდველი"(1918), "მეთევზის დუქანი"(1919), "ნავი მტკვარზე"(1925), "ძველი თბილისის აშუღი"(1940), "თბილისის სახურავები"(1940); მას ეკუთვნის ასევე ციკლი – თბილისის მთვარიანი ღამეები: "თბილისი, მთვარიანი ღამე"(1910), "ქალები ბანზე"(1934); II მსოფლიო ომის თემას მიუძღვნა სურათები: "თბილისი ომის დროს"(1942); შექმნა თანამედროვეთა პორტრეტები: "ი. გრიშაშვილი"(1939), "მ. ჭიაურელი"(1943); მოსე თოიძის სახელს ატარებს სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი; მისი სახელობის სახლ–მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922), ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცნობილი ქართველი მსახიობის შურა (ალექსანდრა) თოიძის მამა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.176 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |