შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მოსე თოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში; პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1890–1910წწ. აქტიურად მონაწილეობდა თბილისურ ჟურნალ–გაზეთებში; 1922-1930წწ. იყო სახელმწიფო სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელი; აქტიურად მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში; მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: "ვიწრო ქუჩა"(1895), "მრეცხავი"(1902), "ბაზაზხანა"(1914), "მაწვნის გამყიდველი"(1918), "მეთევზის დუქანი"(1919), "ნავი მტკვარზე"(1925), "ძველი თბილისის აშუღი"(1940), "თბილისის სახურავები"(1940); მას ეკუთვნის ასევე ციკლი – თბილისის მთვარიანი ღამეები: "თბილისი, მთვარიანი ღამე"(1910), "ქალები ბანზე"(1934); II მსოფლიო ომის თემას მიუძღვნა სურათები: "თბილისი ომის დროს"(1942); შექმნა თანამედროვეთა პორტრეტები: "ი. გრიშაშვილი"(1939), "მ. ჭიაურელი"(1943); მოსე თოიძის სახელს ატარებს სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი; მისი სახელობის სახლ–მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922), ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცნობილი ქართველი მსახიობის შურა (ალექსანდრა) თოიძის მამა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.176 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |