The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო რამიშვილი

ნინო რამიშვილი
Date of birth:19 January, 1910
Date of death:6 September, 2000  (at 90 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Artist, Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში 1922-1927წწ.

1927 წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში; ასრულებდა პარტიებს ქართულ ოპერებში (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", დოლიძის "ცისანა", არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"); 1936-1945წწ. საქართველოს ფილარმონიის ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე; 1939-1941წწ. სსრკ შინსახკომის ანსამბლის სოლისტი; 1945-1972 წწ. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე, 1985 წლამდე ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი (ი. სუხიშვილთან ერთად); ნ. რამიშვილის საშემსრულებლო ხელოვნებისთვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული ოსტატობა, ქალური სინაზე და უბრალოება, ხელების განსაკუთრებული გამომსახველი მოძრაობა; არის ქართული ცეკვის ერთერთი საუკეთესო შემსრულებელი; მის მიერ შესრულებული ცეკვებია: "ჯეირანი", "მუხამბაზი", "მთიულური", "სამაია". მირებული აქვს ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეოთხე ფესტივალის ოქროს მედალი, რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენი. ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.299; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.137

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1993 - ღირსების ორდენი
  • 1981 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1973 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1952 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1949 - სტალინური პრემია
  • 1936 - სსრკ სახალხო არტისტი
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: