The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი გელოვანი

Date of birth:5 November, 1924  (99 years)
Date of death:20??
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1949–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1953–1958წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1968–1961წწ. ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1962 წელიდან იყო საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 1968 წლიდან კათედრის პროფესორი; 1973–1994წწ. კათედრის გამგე, 1994 წლიდან კათედრის პროფესორია. ავტორია 138 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 21 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პედიატრიული ნევროლოგიის დაარსება და განვითარება. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები კუჭის სეკრეტორული ფუნქციის შესცავლისათვის ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1953 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის კლინიკისა და პრედნიზოლონით მკურნალობის საკითხისათვის ბავშვებში", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.61; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.35

Member of Organizations

  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1987 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: